Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობა: სეპარატისტები ავიაკატასტროფის სამხილს ანადგურებენ


უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ შეიარაღებული სეპარატისტები რუსეთის მხარდაჭერით ცდილობენ გაანადგურონ 17 ივლისს მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან მათი კავშირის სამხილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ სეპარატისტები, რომლებიც აკონტროლებენ ტერიტორიას, სადაც ჩამოვარდა თვითმფრინავი, „არ აძლევენ უკრაინის კომპეტენტურ ორგანოებს შესაძლებლობას, დაიწყონ გამოძიება და უარს ეუბნებიან საერთაშორისო თანამეგობრობის და უცხოეთის სახელმწიფოების წარმომადგენლებს მივიდნენ ჩამოვარდნის ადგილზე“. 17 ივლისის კატასტროფის დროს თვითმფრინავში მყოფი ყველა 298 ადამიანი დაიხოცა. უკრაინის მთავრობის მონაცემებით, 38 დაღუპულის გვამები დონეცკის მორგში გადაიტანეს და ის, შესაძლებელია, მათ გაკვეთენ გამომძიებლების გარეშე. სეპარატისტთა ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ეუთოს ინსპექტორებს ავარიის ადგილზე მიუშვებდნენ, მაგრამ სეპარატისტმა მეომრებმა მათ გზა გადაუღობეს.

XS
SM
MD
LG