Accessibility links

logo-print

ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ვადა გადაიდო


ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს და გერმანიას ერთი მხრივ, და თეირანს შორის მეორე მხრივ, შედგა შეთანხმება, რომ მათი მოლაპარაკების და საბოლოო მორიგების ვადა გადაიდოს ოთხი თვით, 24 ნოემბრამდე. ამასთან აშშ დათანხმდა, რომ ირანს მისცემენ საშუალებას ისარგებლოს დაახლოებით სამ მილიარდ დოლარამდე აქტივებით, მისი გაყინული ფონდებით. შეთანხმების ვადა იყო 20 ივლისი. ვენაში მოლაპარაკების შემდეგ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა ერთობლივად განაცხადეს, რომ კვლავ რჩება არსებითი აზრთა სხვადასხვაობა ზოგიერთ საკვანძო საკითხში, რასაც მეტი დრო და წადილი ჭირდება. თეთრმა სახლმა ცალკე განცხადებაში თქვა, რომ ვაშინგტონი მხოლოდ ისეთ დოკუმენტს აღიარებს შეთანხმების სახით, რომელიც შეიცავს პრობლემათა მრავლისმომცველ ისე მოგვარებას, როგორიც ჩვენს მიზნებს ეთანხმებაო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ 2,8 მილიარდ დოლარს აშშ ირანს დაუბრუნებს იმის საპასუხოდ, რომ თეირანი დათანხმდა 20 პროცენტით გამდიდრებული ურანის ჩხირების საწვავად გადამუშავებას. კერიმ დასძინა, რომ ვაშინგტონი ენერგიულად გაატარებს ირანის მიმართ ადრე დაწესებულ, ძალაში მყოფ სანქციებს.

XS
SM
MD
LG