Accessibility links

ღაზაში სამხედრო ოპერაციის მე-12 დღეს მსხვერპლმა 330-ს მიაღწია


პალესტინის ოფიციალური ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 19 ივლისს ღაზის სექტორში 25 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის მე-12 დღეს მოკლულ პალესტინელთა რიცხვმა 330-ს მიაღწია. ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა დაიწყო 8 ივლისს ისრაელის მიმართულების პალესტინელთა მხრიდან რაკეტების გატყორცნის საპასუხოდ; ათასობით ისრაელი ჯარისკაცი შევიდა ღაზის სექტორში, სადაც ისინი ჰამასის მებრძოლთა მიერ მომზადებულ გვირაბებს და რაკეტების გამშვებ დანადგარებს ეძებენ. ოპერაციის დაწყებიდან ორი ისრაელი მოქალაქე დე ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი 19 ივლისს ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა რათა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად შუამავლობა გასწიოს.

XS
SM
MD
LG