Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აშშ-ის მოქალაქეებს სავიზო აკრძალვას დაუწესებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს თანახმად, რუსეთის ფირმებისა და მოქალაქეების მიმართ ახლახან დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთი, აშშ-ის 12 მოქალაქებს დაუწესებს სავიზო აკრძალვას. იმ პირებს შორის, რომლებსაც მოსკოვი უკრძალავს რუსეთში მგზავრობას, არიან ერაყსა დ კუბაში, აბუ ღრაიბისა და გუანტანამოს საპატიმროების სამხედრო და მომსახურე პერსონალი. სანქცია შეეხება ამერიკელ კონგრესმენ ჯეიმ მორანს, რომელიც, კრემლის განმარტებით, რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრის, ადამ დემილხანოვისთვის აკრძალვის დაწესების საპასუხოდ მოხვდა შავ სიაში. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 16 ივლისს გამოაცხადა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ უკრაინაში მისი მოქმედების გამო.

XS
SM
MD
LG