Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს ჯგუფი მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას ნაწილობრივ დაუშვეს


შეიარაღებულმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში უკვე მეორე დღეა არ მისცეს საერთაშორისო ინსპექტორებს ნებართვა, მისულიყვნენ 17 ივლისს მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას. კატასტროფის დროს თვითმფრინავში მყოფი ყველა 298 ადამიანი დაიხოცა. ეუთოს თანახმად, მეთვალყურეთა ჯგუფს საშუალება მიეცა მხოლოდ დაეთვალიერებინა ველის ერთი ნაწილი, რომელიც თვითმფრინავის ნამსხვრევებით იყო მოფენილი. სეპარატისტებმა 18 ივლისს ინსპექტორებს არ მისცეს უფლება, მისულიყვნენ ავარიის ადგილზე. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, ის არ დაუშვებს „საერთაშორისო მეთვალყურეების მუშაობაში“ ჩარევას. უკრაინის მთავრობამ მანამდე ბრალად დასდო სეპარატისტებს, რომ ისინი რუსეთის მხარდაჭერით ცდილობენ გაანადგურონ 17 ივლისს მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან მათი კავშირის სამხილი. უკრაინის მთავრობის მონაცემებით, 38 დაღუპულის გვამები დონეცკის მორგში გადაიტანეს და ის, შესაძლებელია, მათ გაკვეთენ გამომძიებლების გარეშე. მეამბოხეთა მეთაურმა ეუთოს ჯგუფს დღეს განუცხადა, ორომ სეპარატისტებს ხელი არ უხლიათ სამხილისთვის და მათ არც შავი ყუთი უპოვნიათ.

XS
SM
MD
LG