Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: მთავრობის ჯარმა კონტროლი დაამყარა ლუგანსკის ნაწილზე


უკრაინის თავდაცვის მინისტრმა უთხრა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს რომ მთავრობის ჯარმა კონტროლი დააწესა ქალაქ ლუგანსკის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილზე. ეს განცხადება გამოქვეყნდა პრეზიდენტის უებ გვერდზე. ამავე ცნობით, სამთავრობო ჯარს ალყაში აქვს ლუგანსკის აეროპორტი. ლუგანსკის არეალში ცხარე ბრძოლა იყო უკრაინის ჯარსა და მოსკოვის მომხრე სეპარატისტებს შორის. ცნობით, ორ დღეში იქ 20 პირი მოკლეს დაბომბვის დროს. ქალაქის დიდ ნაწილს არ აქვს წყალი და ელექტროდენი. ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი უკიდია.

XS
SM
MD
LG