Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფოს“ ჯარმა სირიაში 270 სამხედრო და გუშაგი დახოცა


სირიის სამეთვალყურეო ჯგუფის თანახმად, „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი გაერთიანების მეომრებმა 270 ჯარისკაცი, გუშაგი და მომსახურე პერსონალი დახოცეს, როცა დაიკავეს სირიის ბუნებრივი აირის საბადო, 17 ივლისს. ბრიტანეთში მოქმედმა სამეთვალყურეო ჯგუფმა ეს 19 ივლისს განაცხადა. ცნობის დადასტურება ნეიტრალური წყაროს მიერ არ ხერხდება. 2011 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ამბოხება დაიწყო სირიაში მთავრობის წინააღმდეგ, სულ 170 ათასი ადამიანი იქნა მოკლული ორივე მხარეს. ამ მონაცემებს სირიის სამეთვალყურეო ჯგუფი ავრცელებს.

XS
SM
MD
LG