Accessibility links

logo-print

ერაყის პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა გერმანიაში მკურნალობის შემდეგ


ერაყის პრეზიდენტი, ჯალალ თალაბანი, ქურთთა პოლიტიკური ლიდერი, ერაყში დაბრუნდა 19 ივლისს, გერმანიაში 18 თვიანი მკურნალობის შემდეგ. ადგილობრივი ტელევიზია იტყობინებოდა, რომ სახელმწიფოს 80 წლის მეთაური ჩავიდა თავის მშობლიურ ქალაქ სულეიმნააში, ერაყის ქურთისტანში. თალაბანის ქურთისტანის პატრიოტული კავშირის თანახმად, მისი მკურნალობა წარმატებული იყო. თალაბანი ერაყში ჩადის პერიოდში, როცა ამ ქვეყანაში ღრმა კრიზისია შიდა დაპირისპირების გამო.

XS
SM
MD
LG