Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კრძალავს მოლდავეთიდან ხილის იმპორტს


რუსეთის როსსელხოზნადზორმა, რომლიც რუსეთის სასოფლო- სამეურნეო სფეროს უწევს მეთვალყურეობას, გამოაცხადა, რომ მოლდავეთიდან ხილის იმპორტის აკრძალვა ძალაში შედის დღეს. უწყებამ ადრე განაცხადა, რომ აკრძალვა ამოქმედდება 21 ივლისიდან. მოლდავეთმა, უკრაინის და საქართველოს მსგავსად, გასულ თვეში ევროკავშირთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც ეკონომიკურ ნაწილსაც შეიცავს. ამან განარისხა კრემლი, რომელიც ეკონომიკას საბჭოთა ყოფილი რესპუბლიკებზე ზეწოლის მიზნით იყენებს, რათა ხელი შეუშალოს მათ ევროკავშირში ინტეგრირებისას.

XS
SM
MD
LG