Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდსის ექსპერტები წინსვლას აპირებენ მათი კოლეგების დაღუპვის მიუხედავად


მკვლევრებმა, რომლებიც შიდსის სამკურნალო საშუალების მიგნებაზე მუშაობენ, 19 ივლისს განაცხადეს, რომ აპირებენ თავიანთ საქმეში წინსვლას, მიუხედავათ მათი უფროსი კოლეგების დაღუპვისა მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავში, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში ჩამოაგდეს. ისინი ავსტრალიაში მიფრინავდნენ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ნობელის პრემიის ლაურეატმა, ფრანსუაზ ბარე-სანუსიმ შიდსის ამ სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ უდიდესი დანაკარგია იოპ ლანგეს სიკვდილი. მისი თქმით, ლანგე და სხვა კოლეგები, როლებიც დაიხოცნენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ექვსდღიანი სამიტის დელეგატებს წინსვლისკენ მოუწოდებდნენ. შეხვედრა 20 ივლისს იწყება. 18 ივლისს იტყობინებოდნენ, რომ შიდსის სამიტზე მიმავალი ასამდე ადამიანი იმყოფებოდა ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიმავალ თვითმფრინავში. ბარე-სანუსის თქმით, სამიტის დაღუპულ დელეგატთა დადასტურებული რიცხვი ბევრად ნაკლებია, ის ექვსს უდრის.

XS
SM
MD
LG