Accessibility links

logo-print

ღაზაში პალესტინელთა მხარეს დახოცილია 330 ადამიანი


პალესტინის ოფიციალური ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს 19 ივლისს ღაზის სექტორში 25 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის მე-12 დღეს მოკლულ პალესტინელთა რიცხვმა 330-ს მიაღწია. ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა დაიწყო 8 ივლისს ისრაელის მიმართულების პალესტინელთა მხრიდან რაკეტების გატყორცნის საპასუხოდ; ათასობით ისრაელი ჯარისკაცი შევიდა ღაზის სექტორში, სადაც ისინი ჰამასის მებრძოლთა მიერ მომზადებულ გვირაბებს და რაკეტების გამშვებ დანადგარებს ეძებენ. 19 ივლისს ორი ისრაელი ჯარისკაცი იქნა მოკლული, რის შედეგადაც ისრაელის მხარეს დახოცილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა უწყების თანახმად, 61 ათასზე მეტმა ადამიანმა იპოვნა თავშესაფარი ამ ორგანიზაციასთან. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ამ შაბათ-კვირას ახლო აღმოსავლეთში ჩადის, რათა ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად შუამავლობა გასწიოს.

XS
SM
MD
LG