Accessibility links

logo-print

გვამების უმეტესობა გადაიტანეს მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან


20 ივლისს გავრცელებული ცნობებით, მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან, დაღუპული 298 მგზავრის გვამების უმეტესობა, 223, გადაიტანეს. 17 ივლისს ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიმავალი თვითმფრინავი უკრაინის აღმოსავლეთში, სეპარატისტების ხელში მყოფ არეალში ჩამოაგდეს. ზოგიერთი ცნობით, არაა ცხადი სად წაიღეს გვამები. გავრცელებული ცნობებით, რაც შემდგომ, ნაწილობრივ, ეუთოს ადგილზე მყოფმა წარმომადგენელმა, მიხაელ ბოციურკივმა სატელეფონო საუბარში დაადასტურა, ისინი შემთხვევის ადგილიდან 15 კილომეტრში მდებარე ტორეზის სადგურში, ვაგონ-მაცივრებში მოათავსეს. თუმცა ბოციურკივს ადგილზე ამცნეს, რომ ვაგონებში 167 გვამია. ამ ინფორმაციის შემოწმება შეუძლებელი იყო.

XS
SM
MD
LG