Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი და ჰამის ხანმოკლე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ


ისრაელმა და ჰამასმა 20 ივლისს მიაღწიეს შეთანხმებას, შეწყვიტონ ცეცხლი ორი საათით, რათა მცირე ხნით შეწყდეს ისრაელის სახმელეთო იერიში ღაზის შიჯაიას არეალში. ექიმებისა და თვითმხილველების თანახმად, სულ მცირე 40 პალესტინელი მოკლეს შიჯაიაში, როცა ისრაელის ჯარმა გააფართოვა თავისი იერიში ღაზის სექტორში. 20 ივლისს გამოცხადა ისრაელმა, რომ აფართოებს სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში და მეტ ჯარს აგზავნის ჰამასის კონტროლის ქვეშ მყოფ არეალში, რათა გაანადგურონ გვირაბები და რაკეტები, რომლებსაც ისლამისტი მეამბოხეები ისრაელზე თავდასხმისთვის იყენებენ. თვითმხილველთა თქმით, ისრაელის ტანკები შევიდნენ შიჯაიაში და პალესტინელთა სავარაუდოდ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. იმ არეალის ასეულობით ბინადარი იძულებული იყო გაქცეულიყო. პალესტინელთა სამაშველო სამსახურს წარმომადგენლის, აშრაფ ალ-ყუდრას, თქმით, სროლის არეალიდან გამოიტანეს 40 მოკლულის გვამი. თვითმხილველები ამბობენ, რომ დახოცილთა რიცხვი მეტია, მაგრამ მაშველთათვის შეუძლებელი იყო სროლის არეალში შესვლა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, სულ ისრაელის არმიის მიერ ოპერაციის დაწყების შემდეგ 400-მდე პალესტინელი მოკლეს. ამავე ცნობით, 7 ისრაელი იქნა მოკლული, მათ შორის ორი სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG