Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტთა ლიდერი: მიაგნეს მალაიზიის ჩამოგდებული თვითმფრინავის „შავ ყუთს“


უკრაინის აღმოსავლეთში თვითგამოცხადებული რეგიონის ლიდერის თქმით, 17 ივლისს ჩამოგდებული, მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ეგრეთწოდებული, „შავი ყუთი“ ნაპოვნია. ალექსანდრ ბორადიას თქმით, ყუთი გადაეცემა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას. დონეცკში პრესკონფერენციაზე, ბოროდაიმ თქვა, რომ „მიაგნეს ნივთს, რომელიც შავი ყუთი უნდა იყოს და ის დონეცკში ჩაიტანეს“. ადრე არაერთხელ გავრცელდა ცნობები „შავი ყუთების“ მიგნების შესახებ, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობები უარყოფილ იქნა. არეალში, სადაც 17 ივლისს ჩამავარდა მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი, სეპარატისტები აკონტროლებენ. თვითმფრინავში მყოფი ყველა, 298 მგზავრი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG