Accessibility links

ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები რუსეთზე ზეწოლას აძლიერებენ


ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები შეთანხმდნენ სატელეფონო საუბრისას, რომ დამატებით სანქციებს დაუწესებენ რუსეთს, თუ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დაიყოლიებს რუსეთის მოხრე სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში, უზრუნველყონ მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას გამომძიებლების თავისუფლად მისვლა. საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ოფისმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ლაპარაკია, რომ ოლანდმა ისაუბრა გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან და ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კამერონთან. თუ რუსეთი დაუყოვნებლივ არ გადადგამს ნაბიჯებს, რათა მაშველებს და გამომძიებლებს შეეძლოთ სრული და თავისუფალი მისვლა თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას, ევროკავშირი საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, 22 ივლისს მიიღებს სათანადო ზომებს, წაიკითხავთ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG