Accessibility links

logo-print

იტალიის საზღვაო ფლოტმა 700-ზე მეტი ლტოლვილი გადაარჩინა


იტალიის საზღვაო ფლოტმა, მისი ინფორმაციით, შაბათს, ხმელთაშუა ზღვაში 749 მეტი ლტოლვილი გადაარჩინა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გაფრთხილებით გამოდის, რომ ასობით მიგრანტი შეიძლებოდა დაღუპულიყო ღია ზღვაში. ყოველგვარი კვალია გამქრალი 240 ერიტრიელისა, რომლებიც ივნისის ბოლოს ლიბიიდან გავიდნენ ზღვაში, იტყობინება ორგანიზაცია. შაბათს გადარჩენილთაგან 100 ქალია, 61 ბავშვი, ასევე ერთი ჩვილი. შაბათს ლტოლვილთა გემზე მიაგნეს 18 გვამს. ერთი მგზავრი სამაშველო აქციის შემდეგ მოკვდა.

XS
SM
MD
LG