Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი კაიროში ჩავა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეტანიაჰუს 20 ივლისს უთხრა, რომ სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი კაიროში ჩავა, რათა მიაღწიოს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და ჰამასს შორის. თეთრი სახლის განცხადებაში არაფერია ნათქვამი თარიღზე. საუბრის ოქმის თანახმად, ობამამ „გამოხატა სერიოზული შეშფოთება მსხვერპლის მზარდი რაოდენობის გამო, პალესტინელ სამოქალაქო პირებს შორის და ისრაელი სამხედროების დაღუპვის გამო". 20 ივლისი ყველაზე სისხლიანი დღე იყო ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ. ისრაელის 13 ჯარისკაცი მოკლეს, ხოლო პალესტინელთა მხრიდან პალესტინელთა თანახმად, 87 ადამიანი დაიხოცა. ეს იყო ობამას და ნეტანიაჰუს მესამე საუბარი ბოლო სამ დღეში.

XS
SM
MD
LG