Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: ხელთ გვაქვს რაკეტის გაშვების ადგილის სურათები


პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლებას ხელთ აქვს თანამგზავრიდან გადაღებული სურათები, რომლებზეც იმ რაკეტის გაშვების ადგილია გამოსახული, რომელმაც ჩამოაგდო მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი. ამის თაობაზე პოროშენკომ განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს, ტელეფონით. პოროშენკოს საინტერნეტო საიტის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სეპარატისტები ცდილობენ მოსპონ სამხილები, მაგრამ ეს მათ ვერ დაეხმარება, რადგან კიევს აქვს საკმარისი მტკიცებულება ხელთ. ოლანდმა თავის მხრივ, განაცხადა, რომ თუ დადასტურდა, რომ რუსეთიდან მიღეს სეპარატისტებმა ეს სისტემები, მათ შორის, რაკეტა, რომელმაც ჩამოაგდო სამგზავრო თვითმფრინავი, დაინიშნება ევროკავშირის საგანგებო სხდომა.

XS
SM
MD
LG