Accessibility links

logo-print

ღაზაში დაღუპული პალესტინელების რიცხვმა 500-ს გადააჭარბა


ღაზის სექტორში პალესტინელთა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, აშრაფ ალ-კიდრას ინფორმაციით, პალესტინელებს შორის 500-ს გადააჭარბა ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვმა. მათგან 268-ის სიცოცხლე შეიწირა ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაციამ, რომელიც 17 ივლისს დაიწყო. ამასობაში, ისრაელის სამხედრო ძალები განაგრძობენ იერიშს. როგორც იუწყებიან, ისრაელმა 20-მდე ადამიანი დაკარგა, მათ შორის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ისრაელის სამხედრო წარმომადგენლებმა 21 ივლისს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ, სულ ცოტა, 10 ექსტრემისტი მოკლეს ორ შეიარაღებულ ჯგუფთან დაპირისპირებაში მას შემდეგ, რაც ეს ჯგუფები ისრაელში შეიჭრნენ ჩრდილოეთ ღაზიდან გაყვანილი გვირაბების მეშვეობით. გაეროს უშიშრეობის საბჭომ წუხელ იმსჯელა ღაზის სექტორში კონლიქტზე და ორივე მხარეს მოუწოდა ბრძოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისაკენ.

XS
SM
MD
LG