Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ცხრა ადამიანი დაიღუპა ნაღმსატყორცნით იერიშის შედეგად


ერაყში ცხრა ადამიანი დაიღუპა ნაღმსატყორცნით თავდასხმის შედეგად. პოლიციის ცნობით, თავდასხმა 20 ივლისს საღამოს მოეწყო ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ მაჰმუდიაში, შიიტების სალოცავის მახლობლად. ნათელი არ არის, ვინ დგას თავდასხმის უკან. იუწყებიან ასევე, რომ გზის პირას ჩადებული ორი ბომბი აფეთქდა ბაღდადის დასავლეთით, აბუ ღრაიბის რეგიონში, რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი შიიტი მოხალისე მებრძოლი.

XS
SM
MD
LG