Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ძალადობამ, სულ ცოტა, 60 ადამიანი შეიწირა


ავღანეთში ძალადობამ, სულ ცოტა, 60 ადამიანი შეიწირა. ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა ჩრდილოეთში მდებარე ფარიაბის პროვინციაში მომხდარ შეტაკებას მთავრობის ჯარებსა და თალიბებს შორის. შეიარაღებული დაპირისპირება 18 ივლისს დაიწყო. პროვინციის მთავრობის პრესმდივანმა 21 ივლისს გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც ბრძოლამ რვა პოლიციელი და, სულ ცოტა, 15 ექსტრემისტი შეიწირა. იუწყებიან ასევე, რომ სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, სულ ცოტა, ერთი სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი დაიღუპნენ თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ 21 ივლისს მოწყობილი აფეთქების შედეგად. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში 31 ექსტრემისტი დახოცეს ხოსტის, ყანდაარის, ჰელმანდისა და ფარვანის პროვინციებში ჩატარებული სამხედრო ოპერაციების შედეგად.

XS
SM
MD
LG