Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობების თანახმად, დონეცკში ბრძოლა გრძელდება


უკრაინის ქალაქ დონეცკის ადმინისტრაციისა და მედიის ცნობით, დონეცკში ორშაბათი დილიდან გრძელდება შეტაკებები უკრაინის სამხედრო ძალებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის. უბნებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, მოსახლეობას შინ დარჩენისაკენ მოუწოდებენ. როგორც იუწყებიან, ხანძარია რკინიგზის სადგურთან მდებარე ბაზარში. დაიხურა რკინიგზის სადგური „ზაპადნი“, შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ჯერ არაფერს იუწყებიან მსხვერპლის შესახებ. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკიდან მომარაგების გზა გადაუკეტეს სეპარატისტებს და ალყა შემოარტყეს მეამბოხეებს გორლოვკასთან და დონეცკთან. დონეცკის აეროპორტის გარშემო იზრდება ზონა, რომელსაც უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG