Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა რუსეთს მოუწოდებს, გამოიყენოს თავისი გავლენა უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებზე


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთს მოუწოდებს, გამოიყენოს თავისი გავლენა უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტებზე, რათა შეაწყვეტინოს მათ მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილის დაბლოკვა უცხოელი ექსპერტებისათვის. ობამამ ვაშინგტონში განაცხადა, რომ მეამბოხეებსა და რუსეთს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ავიაკატასტროფის გამომძიებლების უსაფრთხოებაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა მეამბოხეები დაადნაშაულა ავიაკატასტროფის ადგილიდან მტკიცებულებების მოშორებაში. ობამას არ დაუკონკრეტებია, რაც შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსეთისათვის უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გაგრძელებას.

XS
SM
MD
LG