Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეამბოხეები მალაიზიის მთავრობას „შავი ყუთის“ გადაცემას დაჰპირდნენ


მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ნაჯიბ რაზაკი აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედმა მეამბოხეებმა პირობა დადეს, რომ მალაიზიას გადასცემენ თვითმფრინავის ე.წ. შავ ყუთებს. მოელიან, რომ ამ ნივთმტკიცებას მისცემენ მალაიზიელ გამომძიებლებს, რომლებიც MH17-ის კატასტროფის მიზეზების დასადგენად იმყოფებიან უკრაინაში. ჟურნალისტებთან საუბარში 21 ივლისს რაზაკმა აღნიშნა, რომ შესაბამისი შეთანხმება პრორუსულად განწყობილი სეპარატისტთა ლიდერ ალექსანდრ ბოროდაისთან არის მიღწეული. რაც შეეხება ავიაკატასტროფის დროს დაღუპულებს, მათი ცხედრები მატარებლით უკვე ჩაიტანეს ხარკოვში, სადაც ტვირთს ჰოლანდიის ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაიბარებენ.

XS
SM
MD
LG