Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო აშშ-ს უკრაინისათვის „ნატოს გარე მოკავშირის“ სტატუსს სთხოვს


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აშშ-ის კონგრესს მიმართა, რათა მათ ტერორისტებად ცნონ ე.წ.“ ბოევიკები“ და ორგანიზაციები, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედებენ. ასევე, ყველა ისინი, ვინც მათ მხარს უჭერს. "ეს იქნება სოლიდარობის მნიშვნელოვანი გამოვლენა, რომელსაც ჩვენ მთელი მსოფლოსაგან ველით“, - აღნიშნა პოროშენკომ ამერიკის ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში. პოროშენკოს თქმით, არ შეიძლება სეპარატისტები ეწოდებოდეთ მათ, ვინც უდანაშაულო ადამიანებს კლავს, ისინი ტერორისტები არიან. დონბასში სიტუაციის დარეგულირებაზე საუბრისას, პოროშენკომ აღნიშნა, რომ ყველა საშუალება უნდა იყოს გამოყენებული დაძაბულობის დეესკალაციისთვის. მისი თქმით, ამის საჩვენებლად მან სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა და შემდგომ 10 დღით ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ვითარებაში, როცა სანქციები არ მოქმედებს, არსებობს საფუძველი, აშშ-ს კონგრესისადმი მიმართვისათვის, რათა უკრაინას უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრისათვის საგანგებო სტატუსი მიენიჭოს - მთავარი მოკავშირის სტატუსი ნატოს ბლოკის გარეთ (MNNA Major Non - NATO Ally of the United States) ისევე, როგორც ისრაელს, ავსტრალიას და ფილიპინებს. „ეს არის საფრთხე მთელი მსოფლიოსათვის, ეს არ არის კონფლიქტი უკრაინაში. უკრაინელი ხალხი ახლა ერთიანია, როგორც არასდროს და მსოფლიომ უნდა მოძებნოს სწორი პასუხი ტერორისტების საქციელზე“, - თქვა პოროშენკომ.

XS
SM
MD
LG