Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების უმრავლესობა ნეგატიურად არის განწყობილი რუსეთის მიმართ


ამერიკელების 80 პროცენტი მიიჩნევს, რომ რუსეთს პირდაპირი ან ირიბი პასუხისმგებლობა აქვს მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე. ამას ცხადყოფს გამოკითხვა, რომელიც აშშ-ში ტელეკომპანია CNN-მა ჩაატარა კონსალტინგურ ფირმა „ORC International”-თან ერთად. გამოკითხვაში მონაწილეთა მხოლოდ 11-მა პროცენტმა გამოთქვა აზრი, რომ რუსეთს კავშირი არ აქვს კატასტროფასთან. კვლევის თანახმად, რუსეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების დონე ამერიკაში 78 პროცენტამდე გაიზარდა. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში, მსგავსმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსეთის მიმართ უარყოფითი გრძნობები ამერიკელების მხოლოდ 53 პროცენტს ჰქონდა. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 40 პროცენტს შეადგენდა, დღეს კი რუსეთის მიმართ დადებითად ამერიკელთა მხოლოდ 19 პროცენტია განწყობილი.

XS
SM
MD
LG