Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე მონაწილეობს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მინისტერიალში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბრიუსელში მონაწილეობს ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას მაია ფანჯიკიძე ისაუბრებს ასოცირების შეთანხმების განხორციელების საკითხებსა და საქართველოს ხელისუფლების გეგმებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებას. ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტისას ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა ასოცირების შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელი. დოკუმენტის რატიფიკაციის პროცედურა გასულ კვირაში დაასრულა საქართველოს პარლამენტმა.

XS
SM
MD
LG