Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს


საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს დღეს 18 საათზე წარადგენს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან თანამდებობებიდან 21 ივლისს დაითხოვა სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრები და სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებული სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად დაინიშნება, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან დათხოვნილი ელგუჯა ხოკრიშვილი კი გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად.

XS
SM
MD
LG