Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებამ შეიწირა ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი უცხოელი


ავღანეთში სამი უცხოელი და მათი ავღანელი თარჯიმანი დაიღუპნენ ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. ავღანელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, თავდამსხმელი გადაადგილდებოდა დანაღმული მოტოციკლით, რომელიც ააფეთქა ავღანეთის მთავრობის უცხოელი მრჩევლების საცხოვრებელ კომპლექსთან. დაიჭრა ექვსი ადამიანი. ცნობებში არ არის დაკონკრეტებული, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ დაღუპული უცხოელები. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG