Accessibility links

logo-print

ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულები მატარებლით გადაასვენეს ხარკოვში


უკრაინის ქალაქ ხარკოვში ჩავიდა მატარებელი მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გვამებით. მატარებელში, რომლის ვაგონებშიც დაბალი ტემპერატურაა დაცული, 280 დაღუპულია დასვენებული. 17 ივლისს მომხდარმა ავიაკატასტროფამ სულ 298 ადამიანი შეიწირა. უკრაინელი და დასავლელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მეტყველებს იმაზე, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსეთის მომხრე მეამბოხეებმა. თვითმფრინავი ჩამოვარდა ტერიტორიაზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, ხოლო ხარკოვი კიევის ცენტრალური ხელისუფლების ხელშია. ხარკოვიდან დაღუპულებს ამსტერდამში გადაასვენებენ. მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში მიფრინავდა, როცა ის, სავარაუდოდ, რაკეტამ ჩამოაგდო. დაღუპულების უმრავლესობა ნიდერლანდელები არიან.

XS
SM
MD
LG