Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მკაცრდება სასჯელი სეპარატიზმისაკენ საჯარო მოწოდებისათვის


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს სეპარატიზმისაკენ საჯარო მოწოდებისათვის. კრემლის ვებსაიტზე 22 ივლისს გამოქვეყნებული განცხადებით, სეპარატიზმისაკენ მოწოდებისათვის მინიმალური სასჯელი განისაზღვრა ჯარიმით 10 ათასიდან 30 ათას რუბლამდე, რაც შეესაბამება 285-დან 855-მდე დოლარს. მაქსიმალური სასჯელია პატიმრობა ოთხ წლამდე ვადით. აქამედ კანონი ითვალისწინებდა მაქსიმუმ სამ წლამდე პატიმრობას. სიახლეა სასჯელი ინტერნეტში სეპარატიზმისაკენ საჯარო მოწოდებისათვის. ის ხუთ წლამდე პატიმრობას აღწევს. კრემლის მიერ მარტში ყირიმის ანექსიას ინტერნეტში აქტიური კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

XS
SM
MD
LG