Accessibility links

logo-print

ღაზის სექტორში 600-ს აღწევს დაღუპული პალესტინელების რიცხვი


პალესტინელი ოფიციალური პირების მონაცემებით, სამშაბათს დილით ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზის სექტორში დაიღუპა, სულ ცოტა, 11 ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი. შედეგად თითქმის 600-მდე გაიზარდა ისრაელის მიერ 8 ივლისს დაწყებული ოპერაციის დროს დაღუპული პალესტინელების რიცხვი. ისრაელის მიზანია ბოლო მოუღოს ღაზის სექტორიდან მისი ტერიტორიისათვის რაკეტების სროლას. პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულების უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან. ოპერაციის დაწყების შემდეგ ისრაელის მხარეს დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი და 27 ჯარისკაცი. ღაზაში ძალადობის ფონზე, კაიროში 21 ივლისს გაიმართა გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის შეხვედრა კონფლიქტისათვის ბოლოს მოღების გზებზე მოსალაპარაკებლად.

XS
SM
MD
LG