Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდში 23 ივლისს ჩაასვენებენ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ნაწილს


ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინიდან ნიდერლანდში 23 ივლისს გადაასვენებენ მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპულების პირველ ჯგუფს. 17 ივლისს მომხდარმა ავიაკატასტროფამ 298 ადამიანი შეიწირა. მათი უმრავლესობა - 193 ადამიანი - ნიდერლანდელია. უკრაინელი და დასავლელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მეტყველებს იმაზე, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსეთის მომხრე მეამბოხეებმა. უკრაინაში ეუთოს მეთვალყურეების ცნობით, 22 ივლისს 200-ზე მეტი გვამი გადაასვენეს მეამბოხეების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ქალაქ ხარკოვში, რომელიც უკრაინის მთავრობის ხელშია. ნიდერლანდი მოახდენს დაღუპულების იდენტიფიცირებას, რასაც, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, შესაძლოა თვეები დასჭირდეს. რუტე აცხადებს, რომ უკრაინის თხოვნით, ნიდერლანდი უხელმძღვანელებს ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიებას.

XS
SM
MD
LG