Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილმა წარადგინა მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრობის კანდიდატები წარადგინა მას შემდეგ, რაც 21 ივლისს თანამდებობებიდან დაითხოვა შვიდი სამინისტროს ხელმძღვანელები. ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნება უწყების ხელმძღვანელის მოქმედი პირველი მოადგილე ოთარ დანელია, სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრად საგზაო დეპარტამენტის უფროსი დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად წარდგენილია ყოფილი მინისტრის მოადგილე გელა დუმბაძე. კულტურის მინისტრობის კანდიდატს კი პრემიერი, სავარაუდოდ, 23 ივლისს დაასახელებს. უფრო ადრე, 21 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მინისტრის თანამდებობებს შეინარჩუნებენ, ოღონდ სხვა სამინისტროებს უხელმძღვანელებენ სოზარ სუბარი და ელგუჯა ხოკრიშვილი. სუბარი წარდგენილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე, ხოლო ხოკრიშვილი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად.

XS
SM
MD
LG