Accessibility links

logo-print

მალაიზიის თვითმფრინავის შავ ყუთებს ბრიტანელი ექსპერტები შეამოწმებენ


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებით, ნიდერლანდის მთავრობის თხოვნით, ბრიტანელი ექსპერტები გააანალიზებენ ინფორმაციას, რომელსაც შეიცავს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული, მალაიზიის თვითმფრინავის შავი ყუთები. კამერონის განცხადებით, ლონდონი დათანხმდა თხოვნას, რომლითაც მას დღეს მიმართა ნიდერლანდმა, რომ ავიაკატასტროფების ბრიტანელმა გამომძიებლებმა შეამოწმონ შავი ყუთები. 17 ივლისს მომხდარმა ავიაკატასტროფამ თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათი უმეტესობა ნიდერლანდელია. აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა 22 ივლისს გადასცეს შავი ყუთები მალაიზიელ ექსპერტებს. როგორც უკრაინელი და დასავლელი ოფიციალური პირები შავ ყუთებში დაცული ინფორმაციის შესწავლამდე აცხადებენ, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მეტყველებს იმაზე, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს რუსეთის მომხრე მეამბოხეებმა.

XS
SM
MD
LG