Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ნეპალელი


ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ოთხი უცხოელი მცველი დაიღუპა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა 22 ივლისს მოაწყო ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ ოთხივე დაღუპული ნეპალელი იყო. ამავე სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, თავდამსხმელი გადაადგილდებოდა დანაღმული მოტოციკლით, რომელიც ააფეთქა ავღანეთის მთავრობის უცხოელი მრჩევლების საცხოვრებელ კომპლექსთან. დაიჭრა შვიდი ადამიანი. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG