Accessibility links

logo-print

ევროკავშირის მინისტრებმა დაგმეს ძალადობა ახლო აღმოსავლეთში


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს ისრაელს და რადიკალურ ისლამისტურ გაერთიანებას, ჰამასს, შეწყვიტონ ცეცხლი. მინისტრებმა ღაზის სექტორში დრამატული ვითარების თაობაზე გამოხატეს შეშფოთება და დაგმეს ჰამას მიერ რაკეტების დაშენა ისრაელის მიმართულებით. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი, წერია ევროკავშირის განცხადებაში, რომლის მიხედვით, ისრაელის სამხედრო ოპერაცია შესაბამისი უნდა იყოს და ჰუმანიტარულ სამართალს ეყრდნობოდეს.

XS
SM
MD
LG