Accessibility links

logo-print

კერი ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან ერთად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ესწრაფვის


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ეგვიპტეში გამართა მოლაპარაკება ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან, რაც მისი ბოლო მცდელობაა, დასრულდეს ომი ისრაელის არმიასა და ჰამასს შორის ღაზის სექტორში. კერიმ ჰამასს მოუწოდა აღიაროს ეგვიპტის ინიციატივა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. გასულ კვირაში ისრაელმა მიიღო კაიროს ინიციატივა, მაგრამ ჰამასმა ის უარყო. იტყობინებიან, რომ გაეროს სკოლა, რომელიც პალესტინელებს იფარებდა, ისრაელის რაკეტის ცეცხლში მოხვდა. აშშ-ის საავიაციო უწყებამ აკრძალა ისრაელისკენ და იქიდან სულ მციორე 24 საათით მას მერე, რაც ტელ-ავივში აეროპორტთან რაკეტა ჩამოვარდა. ანალოგიური ნაბიჯი გადაგეს ევროპის ავიაკომპანიებმაც.

XS
SM
MD
LG