Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდი გლოვობს ავიაკატასტროფაში დაღუპულებს


23 ივლისი ნიდერლანდში გლოვის დღდ გამოცხადდა. მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის „ბოინგ-777“-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ 298 მგზავრს შორის 193 ნიდერლანდის მოქალაქე იყო. გარდაცვლილთა ცხედრების ნაწილს დღეს სპეციალური თვითმფრინავით ჩაასვენებენ ეინდჰოვენში. გაიმართება სამგლოვიარო ცერემონია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წევრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები. ადგილობრივი დროით 16 საათზე მთელს ქვეყანაში დაეშვება სახელმწიფო დროშები.

XS
SM
MD
LG