Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სამხედრო მდგომარეობის შემოღებას


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის შემოღების წინააღმდეგია. ამის შესახებ მან სამშაბათს, საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინა უკვე იმყოფება სამხედრო მოქმედებების მდგომარეობაში და ქვეყნის ტერიტორიები უნდა დაიცვას. ამისათვის საჭიროა ბრძოლისუნარიანი არმია და მისი სათანადო უზრუნველყოფა, რაც სამხედრო მდგომარეობის პირობებში შეუძლებელია. პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო მდგომარეობის შემოღების საწინააღმდეგო არგუმენტია ისიც, რომ ასეთ ქვეყნებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დახმარებას არ უწევენ.

XS
SM
MD
LG