Accessibility links

logo-print

ნიდერლანდში დღეს ჩაასვენებენ ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს


დღეს უკრაინიდან ნიდერლანდში გადაასვენებენ მალაიზიის თვითმფრინავის კატასტროფის შედაგად დაღუპულების პირველ ჯგუფს. ცნობების თანახმად, 50 ნეშტს მოელიან ეინდჰოვენის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე მას შემდეგ, რაც უკრაინაში, ხარკოვის აეროპორტზე გაიმართა სამგლოვიარო ცერემონია. 17 ივლისს ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. მათი უმრავლესობა - 193 - ნიდერლანდელი იყო. დღეს ნიდერლანდში გლოვის დღეა. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, როგორც ჩანს, თვითმფრინავი ჩამოაგდეს უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა. ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ყველა ნეშტს, რომელიც უკვე ნაპოვნია, 25 ივლისამდე გადაასვენებენ ნიდერლანდში.

XS
SM
MD
LG