Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დაზვერვა: მალაიზიის თვითმფრინავი, სავარაუდოდ, მეამბოხეებმა ჩამოაგდეს


აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე მეამბოხეებმა „შეცდომით“ ჩამოაგდეს მალაიზიის თვითმფრინავი. ამ წყაროს მონაცემებით, მეამბოხეებმა ავიალაინერს, სავარაუდოდ, SA-11 ტიპის რაკეტა ესროლეს. აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ არ დადგენილა ინციდენტთან მოსკოვის რაიმე კავშირი, მაგრამ რუსეთმა „შექმნა პირობები“ თვითმფრინავის ჩამოსაგდებად. შეერთებული შტატების დაზვერვას, მისი წარმომადგენლების განცხადებით, ჯერ არ დაუდგენია, იყვნენ თუ არა ადგილზე რუსები რაკეტის გასროლის მომენტში.

XS
SM
MD
LG