Accessibility links

logo-print

ბაღდადში აფეთქებამ 21 ადამიანი შეიწირა


ბაღდადში, სულ ცოტა, 21 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა დანაღმული ავტომანქანა დააჯახა პოლიციის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ხაზიმიას რაიონში. დაღუპულებს შორის რამდენიმე პოლიციელია. ინციდენტი წუხელ მოხდა, როცა საკონტროლო პუნქტთან მანქანების რიგი იდგა.

XS
SM
MD
LG