Accessibility links

logo-print

ჯონ კერი ღაზაზე მოლაპარაკებისას „წინგადადგმულ ნაბიჯებზე“ საუბრობს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საუბრობს „გარკვეულ წინგადადგმულ ნაბიჯებზე“ ღაზის სექტორში ზავის მისაღწევი ძალისხმევისას. მაგრამ, მისივე თქმით, სამუშაო არ დასრულებულა. კერიმ ეს შეფასებები გამოთქვა 23 ივლისს, იერუსალიმში გაეროს გენერალურ მდივათან, ბან კი მუნთან შეხვედრის დაწყებამდე. ამ შეხვედრით გრძელდება ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევა ღაზის სექტორში ისლამისტურ მოძრაობა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავის მისაღწევად. დაპირისპირება ორ კვირაზე მეტია გრძელდება და ამასობაში 600-ზე მეტი პალესტინელი შეიწირა, უმეტესწილად სამოქალაქო პირები. ისრაელის მხარეს დაიღუპა 29 ადამიანი, მათ შორის ორი სამოქალაქო პირი და 27 ჯარისკაცი. იუწყებიან ასევე, რომ ჟენევაში იმართება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო სხდომა ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის განსახილველად.

XS
SM
MD
LG