Accessibility links

მალაიზიის თვითმფრინავის შავი ყუთები ბრიტანეთში ჩაიტანეს


აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებული მალაიზიის თვითმფრინავის შავი ყუთები ბრიტანეთში ჩაიტანეს, მათში დაცული ინფორმაციის შესასწავლად. ნიდერლანდის, მალაიზიის, უკრაინისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სპეციალისტებმა ბრიტანეთს გადასცეს გაუხსნელი შავი ყუთები. მალაიზიის წარმომადგენლის, პოლკოვნივ მოჰამედ საკრის განცხადებით, შავი ყუთები, რომლებიც სეპარატისტებმა 22 ივლისის ღამეს გადასცეს მალაიზიის მხარეს, კარგ მდგომარეობაშია.

XS
SM
MD
LG