Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს


უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთის მომხრე მეამბოხეებმა უკრაინის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სამხედრო პრესმდივნის, ალექსეი დმიტრაშკივსკის განცხადებით, პილოტების ბედი უცნობია. როგორც იუწყებიან, „სუხოის“ ტიპის თვითმფრინავები 23 ივლისს ჩამოაგდეს აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალქ სნიჟნესთან. უფრო ადრე მეამბოხეებმა გაავრცელეს ინფორმაცია სნიჟნეს მახლობლად ერთი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ. მათი თქმით, ეძებენ პილოტს, რომელმაც კატაპულტირება შეძლო. მეამბოხეები აცხადებენ ასევე, რომ ესროლეს უკრაინის კიდევ ერთ სამხედრო თვითმფრინავს - ის დაზიანდა, მაგრამ ფრენის გაგრძელება შეძლო.

XS
SM
MD
LG