Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან დაბრუნდა საქართველოს შეიარაღებული ძალების 150 სამხედრო


ავღანეთიდან დაბრუნდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის კიდევ 150 სამხედრო. ისინი ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში 4 თვის განმავლობაში მსახურობდნენ ბაზა „ლეზერნიკზე.“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23-ე ბატალიონი ბოლო ქართული ქვედანაყოფია, რომელიც სამშვიდობი მისიის ფარგლებში საბრძოლო დავალებებს ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს დროშით ასრულებდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, შეიარაღებული ძალების 23-ე ბატალიონმა ავღანეთში საერთაშორისო მისია უდანაკარგოდ შეასრულა.

XS
SM
MD
LG