Accessibility links

logo-print

ბაჩანა ახალაიას წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა ერთ-ერთ საქმეზე


ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა განმარტა, რომ ახალაიას პატიმრობის ვადა 26 ივლისს იწურება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგი სხდომა 28 ივლისსაა დანიშნული, ბოლო ვადა 24 ივლისით განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პატიმრობაში დარჩება, რადგან აღკვეთის ეს ზომა აქვს შეფარდებული პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და მკვლელობის ორგანიზების საქმეზეც. რაც შეეხება ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციას, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო დაცვის მხარის მტკიცებულებებათა გამოკვლევა.

XS
SM
MD
LG