Accessibility links

logo-print

ნიდერლანდში ავიაკატასროფაში დაღუპულთა მეორე ჯგუფს ჩაასვენებენ


დღეს ნიდერლანდში კიდევ ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩაფრინდება, რომლითაც უკრაინიდან გადაასვენებენ მალაიზიის ავიაზახების კუთვნილი ბოინგ 777-ის ჩამოგდების დროს დაღუპულებს. უკრაინის მთავრობის განცხადებით ამჯერად თვითმფრინავებით 51 კონტეინერს გადაიტანენ, რომელიც რომელშიც გვამები და სხეულის ნაწილები არის მოთავსებული. გუშინ 40 დაღუპული ორი სამხედრო თვითმრინავით გადაასვენეს ხარკოვიდან ეინდჰოვენის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, სადაც მათ დახვდნენ მსხვერპლთა 1000-მდე ახლობელი, ნიდერლანდის მეფე-დედოფალი, პრემიერ-მინისტრი და იმ დანარჩენი ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა მოქალაქეებიც დაიღუპნენ 17 ივლისს უკრაინაში ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად. გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდებათ ამსტერდამთან მდებარე სამხედრო ბაზაზე. ავიაკატასტროფამ შეიწირა მალაიზიის ავიაკომპანიის თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. მათი უმრავლესობა - 193 ადამიანი - ნიდერლანდელი იყო.

XS
SM
MD
LG