Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ითხოვს ზავს ღაზის სექტორში


გაერო აცხადებს, რომ აუცილებელია ზავის გამოცხადება ღაზის სექტორში გაუარესებული ვითარების გამო. გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელმა ვალერი ამოსმა 24 ივლისს განაცხადა, რომ მთავარი პრიორიტეტი ახლა უნდა იყოს იმ სამოქალაქო პირების დაცვა, რომლებიც კონფლიქტის შუაგულში მოხვდნენ. მან ვითარებას „საშინელი“ უწოდა. 680-ზე მეტი პალესტინელი და 34 ისრაელელი დაიღუპა მას შემდეგ რაც ისრაელმა ღაზის სექტორზე თავდასხმა დაიწყო ივლისის დასაწყისში.

XS
SM
MD
LG